ჩვენი კომპანიის შესახებ

მეღვინეობის დამაარსებლებს საქართველოს, მისი მემკვიდრეობისა და ქართული ღვინის სიყვარული აერთიანებთ. მათ ერთად დააარსეს ღვინის კომპანია, რომელსაც საკუთარი ქარხანა და ვენახები აქვს და დაიწყეს თანამშრომლობა საქართველოს საუკეთესო მეღვინეებთან. მათი მიზანია, შექმნან როგორც ევროპული, ისე ტრადიციული ქართული ქვევრის მეთოდით დამზადებული საუკეთესო ღვინოები – «ღვინო კომპრომისების გარეშე» – ქართველი და უცხოელი მომხმარებლისათვის.

Წაიკითხე მეტი

საქართველო - ღვინის აკვანი

საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც კავკასიის მთების სამხრეთით მდებარეობს და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველეს ღვინის მწარმოებელ რეგიონად ითვლება, ასევე ცნობილია, როგორც ღვინის სამშობლო და მეღვინეობის 8 000-წლიან ისტორიას ითვლის.

ამიერკავკასია თავისი ნაყოფიერი ხეობებითა და დამცავი ფერდობებით ის ადგილია, სადაც ათასწლეულების მანძილზე მოჰყავდათ ვაზი, რაც თავისთავად დიდ გავლენას ახდენდა ეკონიმიკაზე და რამაც მეღვინეობის ტრადიცია ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად აქცია.

Წაიკითხე მეტი

ვაზის ქართული ჯიშები

საქართველოს ტერიტორიული მდებარეობა და კლიმატური პირობები იდეალური მეღვინეობისათვის. ამინდი აქ იშვიათად არის ექსტრემალური: ზაფხული, როგორც წესი, მზიანია, ხოლო ზამთარი რბილი და ყინვასმოკლებული. წყაროები და კავკასიონის ნაკადულები ხეობებს მინერალებით გაჯერებული წყლით ამარაგებს. შავი ზღვის სიახლოვით განპირობებული ზომიერი კლიმატი და ნოტიო ჰავა საუკეთესო გარემოს ქმნის მევენახეობისათვის. ვენახების ნიადაგი იმდენად ინტენსიურადაა განაყოფიერებული, რომ ვაზი ხშირად ხეხილზე ადის და დამწიფებული ხილით დახუნძლული ტოტები საბოლოოდ მიწისკენ იხრება.

Წაიკითხე მეტი

ქვევრის ოსტატობა

ქვევრი თიხის ჭურჭელია, რომელიც ტრადიციულ ქართულ მეღვინეობაში ღვინის დასამზადებლად გამოიყენება. უძველესი ქვევრი, რომელიც ღვინის შესანახად გამოიყენებოდა, ადრეული რკინის ხანით თარიღდება (ძვ. წ. VII საუკუნე). მაშინდელი ქვევრები განიერი იყო შუაში, ხოლო ძირში ვიწროვდებოდა და მათ მიწაში არ მარხავდნენ. «თანამედროვე» ქვევრმა ფორმა იცვალა ძვ. წ. III საუკუნეში, როცა მეღვინეებმა ჭურჭლის მიწაში მოთავსება დაიწყეს.

Წაიკითხე მეტი