
უძველესი ისტორიები ქართული მეღვინეობის შესახებ მოგვითხრობს გამოცდილ მეღვინეებზე, რომლებსაც უნდა შეერჩიათ საუკეთესო ღვინიდან სამეფო დღესასწაულებისათვის. ათობით ღვინოდან ამ ექსპერტებმა შეარჩიეს საუკეთესოები თავისი მეფეებისათვის.
ქართული სიტყვა «მორჩეული» სპეციალურად შერჩეულს ნიშნავს და ჩვენც მხოლოდ საუკეთესო ღვინოებს ვირჩევთ ჩვენი პრემიუმ ბრენდისათვის.
ამიტომ, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ახლა უკომპრომისო ხარისხის საუკეთესო ღვინოების ასარჩევად თქვენი პირადი მრჩეველი გყავთ.
საფერავი
ისქეიფი
ქვევრის რქაწითელი
ტიპი: თეთრი მშრალი
ყურძნის ჯიში: რქაწითელი
2019 წლის მოსავალი
ტექნოლოგია: ქვევრის (თიხის ჭურჭელი)
წარმოშობა: კახეთის რაიონის სოფელი მანავი
ალკოჰოლი: 12.0 %
აღწერა: ზაფხულის მწიფე ხილის სასიამოვნო არომატში დომინირებს თეთრი ატმისა და მსხლის ტონები.
რეკომენდაცია: განსაკუთრებით უხდება სალათებს, ყველს და ქართული ხემსის ნაირსახეობას.
რეკომენდებული ტემპერატურა: 12-14 °C
შეზღუდული რაოდენობა (დანომრილი)
ბოლნისი რუჟი
წითელი ისკეიპი

დღესასწაულის მოლოდინში ან ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გატარებული თბილი საღამო უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ცხოვრებაში.
სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, დაგვერქმია ჩვენი ღვინის ბრენდისათვის ვინოველი. ველი ქართულად ნიშნავს «ველოდები», ხოლო «ვინოსთან» სინთეზში მოსალოდნელი მხიარულებისა და ღვინის დაგემოვნების სასიამოვნო გამოცდილების ასოციაციას ქმნის.
ვინოველის ყველა ღვინო შექმნილია ასეთი სასიამოვნო შემთხვევებისათვის!
ევროპული ტექნოლოგია და უმაღლესი ხარისხი ყველაზე დახვეწილ გემოვნებასაც დააკმაყოფილებს. ეს არის ღვინო კომპრომისების გარეშე!
წინანდალი
საფერავი
ტიპი: წითელი მშრალი
ყურძნის ჯიში: საფერავი
2019, 2020 წლის მოსავალი
ტექნოლოგია: ევროპული
წარმოშობა: კახეთის რაიონის სოფელი მუკუზანი
ალკოჰოლი: 12.5%
აღწერა: სრულსხეულიანი და მაღალტანინიანი ეს ღვინო მდიდარია მწიფე შავი ქლიავისა და ალუბლის ტონებით.
რეკომენდაცია: განსაკუთრებით უხდება სტეიკს, ღორის ნეკნებსა და დაძველებულ ყველს.
რეკომენდებული ტემპერატურა: 14-16 °C
ქინძმარაული
ტიპი: წითელი ნახევრად ტკბილი
ყურძნის ჯიში: საფერავი
2019, 2021 წლის მოსავალი
ტექნოლოგია: ევროპული
წარმოშობა: კახეთის რაიონი, ქინძმარაულის მიკროზონა
ცნობა წარმოშობის შესახებ
ალკოჰოლი: 12.0%
აღწერა: მწიფე მაყვლისა და ტკბილი ჟოლოს არომატები სასიამოვნო მჟავიანობასთან კომბინაციაში.
რეკომენდაცია: განსაკუთრებით უხდება რბილ ყველს, ორცხობილასა და დესერტებს.
რეკომენდებული ტემპერატურა: 14-16 °C
მუკუზანი
ტიპი: წითელი მშრალი
ყურძნის ჯიში: საფერავი
2019, 2021 წლის მოსავალი
ტექნოლოგია: ევროპული, მუხის კასრები
წარმოშობა: კახეთის რაიონის სოფელი მუკუზანი
ცნობა წარმოშობის შესახებ
ალკოჰოლი: 13.0%
აღწერა: მუქი ლალისფერი ღვინო მწიფე შავი მოცხარისა და მაყვლის ხავერდოვანი ტონებითა და მუხის დახვეწილი არომატით, მრგვალი ტანინებითა და გამყოლი დაბოლოებით.
რეკომენდაცია: განსაკუთრებით უხდება ბიფშტექსსა და დაძველებულ ყველს.
რეკომენდებული ტემპერატურა: 14-16 °C